Sunday, April 17, 2011



პროექტის სახელწოდება: მათემატიკური მოგზაურობა ჰარმონიის სამყაროში. 
პროექტის მთავარი იდეა: „ოქროს კვეთა“ და მისი კავშირი არქიტექტურასთან, ხელოვნებასთან, ვეფხისტყაოსანთან და სხვა.                                                                                                            
პროექტის აქტუალობა: ოქროს კვეთის უნიკალურობა „ევკლიდეს გეომეტრიიდან დღემდე“. ამ ცოდნის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
პროექტის მიზნები: მოცემული თემის ირგვლივ კომპიუტერის გამოყენებით საინტერესოა მათემატიკური ფაქტების მოძიების, ცოდნის გაღრმავების და მისი ცხოვრებაში გამოყენების უნარის გამომუშავება. 
მონაწილეთა ასაკი: მე-10 კლასი 
ვადები/ხანგრძლივობა: 2010-2011ს/წ-ის მე-2 სემესტრი. 
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ თვითონ აღმოაჩინონ ახალი კანონზომიერებები, რომლებიც „ოქროს კვეთასთან“იქნება დაკავშირებული. კვლევის შედეგებზე გაკეთდება ფოტო სტენდი, გამოფენები, შეიქმნება ბროშურები, გაუაქტიურდებათ ინტერესი და თვალთა ხედვა პროპორციული საგმნების მიმართ, შექმნიან ბლოგებს და გააკეთებენ პრეზენტაციებს. 
რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, წიგნები, რვეული, კალამი, მარკერები, ფოტო ალბომი. 
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები თეორიულად ეცნობიან „ოქროს კვეთას“ და მის როლს ყოფა- ცხოვრებაში. კლასის მოსწავლეთა 4 ჯგუფი კომპიუტერის საშუალებით ეცნობიან და აგროვებენ „ოქროს კვეთის“ ნიმუშებს ხელოვნებაში, ლიტერატურაში, არქიტექტურაში, ხუროთმოძღვრებაში. მოიძიებენ ბუნების მიერ შექმნილ „ოქროს კვეთის“ პროპორციებს. ტაძრებსა და მონასტრებში გამოყენებული „ოქროს კვეთის“ პროპორციებს და გააკეთებენ შედარებას დღევანდელი და წინა საუკუნის არქიტექტურულ ძეგლებზე. მოეწყობა ექსკურსია ისტორიული ძეგლების დასათვარიელებლად გორი-მცხეთა თბილისი-გორი მარშუტით. ბოლოს მოეწყობა ფოტო გამოფენა მათ მიერ მოძიებული მასალებისა და მათემატიკაში წესიერ ხუთკუთხედში დიაგონალების თვისებას დაუკავშირებენ „ოქროს კვეთას“. მოეწყობა პრეზენტაცია თითოეული ჯგუფის მიერ.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ერთმანეთს დაუკავშირდებიან სხვადასხვა საგნები, ყოველ გაკვეთილს ექნება კონკრეტული მიზანი, გამომდინარე ეროვნული სასწავლო გეგმიდან, ისტი, მატემატიკა, ქართული ლიტერატურა და  ხელოვნება.
პროექტის ხელმძგვანელი: ლუბა დიდებელი 
ხელმძგვანელის ელ ფოსტა: lubadidebeli@gmail.com